ევროკავშირი რუსული გაზის შემცვლელს ორ წელიწადში იპოვის – ჯოზეფ ბორელი

„ევროკავშირი ორი წლის განმავლობაში შეძლებს რუსეთის გაზის მიწოდებაზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას,“ – ამის შესახებ ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატის შეფასებით, ამ პროცესს ორი წელი დასჭირდება.

„ჩვენ გვინდა შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ გაზზე და ნავთობზე. ჩვენ სამწუხაროდ, ძალიან ვართ დამოკიდებული რუსულ ნავთობპროდუქტებზე. ახლა, როგორც ჩანს, ისინი არასანდო პარტნიორები არიან“, – აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირისთვის თხევადი ბუნებრივი აირის დამატებითი მიწოდების შესახებ განაცხადეს, რათა შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე.