ოკუპანტების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი მოკლული იპოვეს – ზელენსკი

The Economist-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული უკრაინელი მერები ცოცხალი აღარ არიან .

,,ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. მათ ზოგი მოკლეს. ზოგს ვერ ვპოულობთ. ზოგი უკვე ვიპოვეთ და ისინი მკვდრები არიან.” – აღნიშნავს ზელენსკი.

მისივე თქმით, ზოგიერთი მერი ოკუპანტებმა შეცვალეს. პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც დონბასში 2014 წელს გამოიყენეს.