საქართველოს ხელისუფლებამ ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე, ბორინკას ვერ წარმოუდგენია, რომ რუსეთმა შეიძლება დამარცხება იწვნიოს – ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?! – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ხელისუფლებამ ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე, ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?! უკრაინა იმარჯვებს! – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას იმ ადამიანებზე აქვს საქმე აღძრული, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.

,,ის, რაც ხდებოდა უკრაინაში ერთი-ერთზეა იმისა, რაც ხდებოდა 2007 წელს საქართველოში. რამდენიმე თვით ადრე რუსეთის ომის დაწყებამდე ზელენსკის მოუწყვეს დგილობრივმა ოლიგარქებმა გამოსვლები, აჯანყებები, იწვევდნენ პოლიციას შეტაკებებზე. ესაა კარგად დოკუმენტირებული ფაქტი. კანონიერ ქურდებს იყენებენ ისე, როგორც საქართველოში იყენებდნენ 7 ნოემბრის წინ. ასე, რომ ის რაც ხდება აქ, მათ შორის ეს სასამართლო არის სუფთა რუსული ჰიბრიდული ოპერაციის გაგრძელება. მე ვარ პუტინის პირადი ტყვე. მე მისრულებს პუტინი იმას, რაც ვერ შეუსრულა ზელენსკის, იმიტომ რომ უკრაინა იმარჯვებს. საქართველოს ხელისუფლებამ ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე. აბა ვის გაუგია რუსეთმა წააგოს, კაცო. ჩაგვიარდათ კოვზი ნაცარში?! უკრაინა იმარჯვებს დიდი უპირატესობით, უკრაინა გამოყრის ყველა რუსს თავისი ტერიტორიიდან მათ შორის ჩვენი 2000 მებრძოლის მონაწილეობით, რომლებიც იცავენ საქართველოს ინტერესებსს. საქართველოს მთავრობას მათზეც აქვს საქმე აღძრული, მათ შორის ჩემს საქმეებთან დაკავშირებით. იმ გმირებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან ელოდებიან ამ სასამართლო დარბაზში რომ გაასამართლონ.  ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს მართავს არა მთავრობა, არამედ მოღალატეების ბანდა, რომელიც გაანადგურებს ჩვენს ხალხს” – აღნიშნავს სააკაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.