რუსული ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან, წინ რთული ბრძოლები გველოდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რუსი სამხედროები გადაჰყავთ დონბასში, ხარკოვის მიმართულებით. ისინი ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან. ვემზადებით კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის. ჩვენ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, როგორც შიდას, ასევე გარეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – წინ რთული ბრძოლები გველოდება. ჯერ კიდევ შეუძლებელია იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ყველა ტესტი ჩავაბარეთ. ყველას გვსურს გამარჯვება, მაგრამ როდესაც ეს იქნება, ამას ყველა დაინახავს. ყველა იგრძნობს, რომ მშვიდობა დგება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, „ოკუპანტებთან თანამშრომლობის გამო პასუხისმგებლობა გარდაუვალია, ხოლო როდის მოხდება ეს, მეორეხარისხოვანი კითხვაა“.