18 000-მდე ჯარისკაცი, 631 ტანკი, 1 776 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 2 აპრილის მონაცემებით

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 2 აპრილამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 17 800;
  • ტანკი – 631;
  • ჯავშანტექნიკა – 1 776;
  • საარტილერიო სისტემა – 317;
  • სარაკეტო სისტემა – 100;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 54;
  • თვითმფრინავები – 143;
  • ვერტმფრენი – 134;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 236;
  • გემი/ნავი/კატარღა – 7;
  • საწვავის რეზერვუარი – 76;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 87;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 24;
  • გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.