ანგელა მერკელი ზელენსკის პასუხობს და აცხადებს, რომ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე MAP-თან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებებს სწორად მიიჩნევს

გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხობს და აცხადებს, რომ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე MAP-თან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს.

„ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს თავის გადაწყვეტილებებს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ყოფილი კანცლერის ოფისის განცხადებაში.

ანგელა მერკელის ოფისში ასევე განაცხადეს, რომ ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში სისასტიკის გათვალისწინებით, ყოფილი კანცლერი მხარს უჭერს ფედერალური მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, გვერდში დაუდგეს უკრაინას და ბოლო მოეღოს ბარბაროსობასა და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

„ბუჩაში და უკრაინის სხვა ადგილებში შესამჩნევი სისასტიკის გათვალისწინებით, ფედერალური მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ყველა მცდელობა, გვერდში დაუდგეს უკრაინას და ბოლო მოეღოს ბარბაროსობას რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, ყოფილი კანცლერი სურლ მხარდაჭერას გამოთქვამს“, – განმარტა პრესსპიკერმა.

3 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რათა მათ დაენახათ, რა მოჰყვა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკას.

მისი თქმით, 2008 წელს ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს რუსეთის მიმართ აბსურდული შიში ჰქონდა.