ბრძოლა უკრაინელი ხალხის ხასიათშია, უკრაინა მშვიდობის ღირსია, ჩვენმა ერმა და არმიამ ეს დაამტკიცა – ბუჩაში მომხდარი სამხედრო დანაშაულია და მსოფლიო მას აუცილებლად აღიარებს გენოციდად – ვოლოდიმირ ზლეენსკი

რუსებმა ქალები და ბავშვები მოკლეს. ეს გენოციდზე მეტია. რაც უფრო დიდხანს ეცდება დროის მოგებას რუსეთი, მით უფრო უარესი იქნება ეს მათთვის და არსებული ვითარებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ბუჩაში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზელენსკი ანგელა მერკელსა და ნიკოლა სარკოზის ბუჩაში კიდევ ერთხელ ეპატიჟება. ამჯერად განცხადება პრეზიდენტმა სწორედ ბუჩადან გააკეთა, სადაც თავის თვალით ნახა რუსების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები.

„ბრძოლა უკრაინელი ხალხის ხასიათშია. ხოლო ის რაც აქ ხდება და რაც მოხდა რუსების ხასიათია და ისინი ადამიანებს ცხოველებზე უარესად ექცეოდნენ. მომხდარი სამხედრო დანაშაულია და მსოფლიო მას აუცილებლად აღიარებს გენოციდად. ათასობით ადამიანია მოკლული. მოგლეჯილი კიდურები და საკონტროლო გასროლით მოკლული მოქალაქეები. რუსებმა ქალები და ბავშვები მოკლეს. ეს გენოციდზე მეტია. რაც უფრო დიდხანს ეცდება დროის მოგებას რუსეთი, მით უფრო უარესი იქნება ეს მათთვის და არსებული ვითარებისთვის. ჩვენი ჯარისკაცები ყოველდღე აწყდებიან დაღუპული, ნაწამები ადამიანების ცხედრებს.

ვფიქრობ რომ ანგელა მერკელმა ჩემი სიტყვები კარგად მოისმინა და არა მარტომ მან, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების ლიდერებმაც, მათ შორის, ნიკოლა სარკოზიმაც. ამ ადამიანებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა როგორც მესმის ისინი რუსეთის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ.

ღია კართან დაკავშირებული მთელი ეს ინსინუაცია იყო. ვიცით რომ 2008 წელს ბუქარესტში ბევრი წევრი ქვეყნის ლიდერმა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, თუმცა იყვნენ ისეთებიც ვინც უარი თქვა და მათ შორის იყო ანგელა მერკელიც. ესენი იყვნენ ლიდერებიც ვისზეც დამოკიდებული იყო უკრაინის ალიანსის წევრობა. ვფიქრობ, რომ ის რაც დღეს ხდება რუსეთის წინაშე დათმობის შედეგია. ვფიქრობ, რომ ეს ლიდერები აქ უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ რა შედგები მოქვს რუსეთთან თამაშს.

უკრაინა მშვიდობის ღირსია. ჩვენმა ერმა და არმიამ ეს დაამტკიცა. გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ როგორც დიპლომატიურ ფრონტზე ასევე ბრძოლის ველზეც. არცერთი პროცენტის არ დავუშვებთ რომ დამნაშავე არ დაისაჯოს. შეჩერებას და დროის დაკარგვას არ ვაპირებთ. ჩვენ ვცდილობთ რომ ცივილური გამოსავალი ვიპოვოთ, რადგან ეს თუ ვერ მოხერხდება, ყველა იცნობთ უკრაინელ ხალხს, ისინი არაცივილურ გამოსავალს იპოვიან,” -თქვა ზელენსკიმ.