მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე – მე, როგორც რუსი არტისტი ჩემი დროშის გარეშე  არასდროს არსად გამოვალ!

რუსეთში მოღვაწე ქართველი საბალეტო მოცეკვავე, ვაგანოვას სახელობის აკადემიის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ( ნიკალაი) ცისკარიძე  აცხადებს, რომ არ აპირებს რუსეთის დროშის გარეშე რომელიმე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას. ამის შესახებ მან რუსეთის პირველ არხს განუცხადა.

„ჩემ უკან იმ დიდებული ადამიანების პორტრეტები კიდია, რომლებმაც შექმნეს მთელი ის რეპერტუარი, რასაც ზემოხსენებული კონკურსი იყენებს, ხაზს გავუსვამ, უფასოდ!

მიგვითითებენ, რომ შეგვიძლია ოლიმპიური თამაშების ანალოგიით როგორც ოლიმპიადაზე, ჩვენც შეგვიძლია გამოსვლა რუსეთის დროშის გარეშე. ამის წინააღმდეგი ვარ. მე, როგორც რუსი არტისტი ჩემი დროშის გარეშე  არასდროს არსად გამოვალ!,” – თქვა ცისკარიძემ.

აღნიშნული კომენტარი ცისკარიძემ მას შემდგე გააკეთა, რაც შვეიცარიაში ჩანიშნული საერთაშორისო საბალეტო კონკურსისგან ვაგანოვას სახელობის აკადემიამ, მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ვინაიდან აკადემიამ არ დაგმო რუსეთის ხელისუფლების ქმედებები უკრაინაში, თანამშრომლობა ყველა ახალგაზრდა მოცეკვავესთან შეჩერებული იქნება.