კონგრესმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის ვაჭრობის უპირატესი ქვეყნის სტატუსის მოხსნას

ამერიკის კონგრესმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის ვაჭრობის უპირატესი ქვეყნის სტატუსის მოხსნას და ნავთობის იმპორტის აკრძალვას. კენჭისყრა ხუთშაბათს გაიმართა.

სენატმა 100 მომხრით 0-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი რუსეთისთვის და მისი მოკავშირე ბელარუსისთვის ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების სტატუსის (PNTR) ჩამორთმევის კანონს. ასეთივე შედეგით დასრულდა ენერგეტიკულ სანქციაზე კენჭისყრაც.

წარმომადგენელთა პალატამ, სწრაფად მიიღო სავაჭრო ღონისძიება 420 მომხრით 3-ის წინააღმდეგ, ხოლო ენერგეტიკის სფეროზე კანონი 413 მომხრით 9-ის წინააღმდეგ.

თეთრი სახლის პრეს მდივანმა, ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ამ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ და ის ხელს მოაწერს კანონს.

სავაჭრო კანონპროექტი გზას უხსნის ბაიდენის ადმინისტრაციას, გაზარდოს ტარიფები რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტზე.