უკრაინის ქალაქ კრამატორკში რკინიგზის სადგურს რუსებმა 2 რაკეტა ესროლეს, 30 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განხორციელდა, – ამის შესახებ გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა.

„კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე 2 რაკეტა ჩამოვარდა, არიან დაღუპულები“, – აღნიშნა ალექსანდრე კამიშინმა.

უკრაინის რკინიგზის კომპანიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

სარაკეტო დარტყმის დროს სადგურზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რადგან დონბასის მცხოვრებლების ევაკუაცია უსაფრთხო ადგილებში მიმდინარეობს.

„რაშისტებმა კარგად იცოდნენ, სად უმიზნებდნენ და რა უნდოდათ: უნდათ დათესონ პანიკა და შიში, უნდათ რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მძევლად აყვანა. რუსეთის ფედერაცია მონსტრებისა და კრიმინალების ქვეყანაა, ბოროტება უნდა შეწყდეს!“, – განაცხადა კირილენკომ.