გაერთიანებულმა სამეფომ პუტინის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა

შეერთებული შტატების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილებიც დაამატა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, კატერინა ვლადიმეროვნა ტიხონოვასა და მარია ვლადიმეროვნა ვორონცოვას აქტივები გაიყინა.

საგარეო უწყებამ სანქციები ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილებსაც დაუწესა. აღნიშნული შეზღუდვები, მათთვის სამგზავრო აკრძალვებსა და მათი ქონების გაყინვაში გამოიხატება.

„გაერთიანებული სამეფო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ზრდასრულ ქალიშვილებს სანქციებს უწესებს. შეზღუდვები მათთვის მოგზაურობის აკრძალვასა და ქონების გაყინვაში გამოიხატება”, – ამის შესახებ PA Media, საგარეო უწყების განცხადებას ციტირებს.