,,რუსი არაადამიანები ბრძოლის მეთოდებს არ ცვლიან” – ზელენსკი კრამატორსკის სადგურის დაბომბვაზე

უკრაინის პრეზიდენტი კრამატორსკში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა, როდესაც ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში სარკინიგზო სადგურზე მიიტანეს.

,,რუსი არაადამიანები ბრძოლის მეთოდებს არ ცვლიან. ბრძოლის ველზე ჩვენთან გამკლავების ძალა და გამბედაობა არ ყოფნით და ამიტომ ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს და თუ ის არ დაისჯება, არასოდეს გაჩერდება.” წერს ზელენსკი