ხელისუფლება არაა ქვეყანა!!! ქვეყანა ხალხია,რომლის საკუთრებასაც ისევ ქვეყანა წარმოადგენს!!!

ქეთევან უგრეხელიძე

“პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” ქალთა საბჭოს თავმჯდომარე

-„ხელისუფლების მისამართით ერთ კითხვას დავსვამ: – ვინ ხართ და რა გინდათ თუ იცით? თქვენ მონოპოლიისკენ მიილტვით,ოღონდ უნიჭოდ,უნიათოდ,უნიღბოდ. ნაცებიც ასე მიისწრაფოდნენ სრული ძალაუფლებისკენ, ოღონდ მოხერხებულად,შენიღბულად,მაგრამ მაინც გამჟღავნდა მათი ნამდვილი სახე… სააკაშვილმა თავისი გუნდით დაიწყო მიწების გასხვისების პროცესი,ჩამოარიგა ორმხრივი თუ ცალმხრივი მოქალაქეობა და შემოგვიყარა გადამთიელთა ურდოები,რომელთაც მიწები მიყიდა და აქ დაგვიმკვიდრა. ნაცვლად იმისა,რომ ეს ქვეყნისთვის სასიკვდილო მანევრი აღეკვეთა,შემდგომმა ხელისუფლებამ ესტაფეტა აიღო და უტიფრად გამოგვიცხადა,საქართველოს მოქალაქე მიწას არ თუ ვერ დაამუშავებს,მას უცხოელს მიყიდის. არ მინდა დავიჯერო,რომ პარლამენტში ყველა შარვლიანი თუ კაბიანი შადიმანი ზის,ამიტომ, ვისაც ქვეყნის ბედი აწუხებს,მივმართავ მათ: სანამ დროა,სანამ პროცესები უმართავი გახდება,სანამ თქვენი უგერგილობით დამშეულ-გაღატაკებული ხალხის თმენის ფიალა აივსება და ზღვად იქცევა,სანამ წინაპრების სისხლით მორწყულ მშობელ მიწაზე ფეხი გვიდგას,სანამ საქართველოს ჩვენი ჰქვია,გონს მოეგეთ,გამბედაობა მოიკრიბეთ,გაიხსენეთ ვისი გორის ხართ,ვის ძვლებზე დგახართ,ვისი წილხვედრია საქართველო,წინ აღუდექით ამ არასახელმწიფოებრივი კანონის არა თუ შემოღებას,არამედ მასზე ფიქრის გაელვებასაც კი…

“საქმენმან შენმან წარმოგაჩინონ”-ეს არაა მხოლოდ ფრთიანი ან ლიტონი ფრაზა,ეს კაცობრიობის აკვნიდან მოდის და დღემდე მოსულა ისტორიის სახით,რომელიც სავსეა გმირებით და მოღალატეებით,სულმდაბლებით და ამაღლებულებიტ,ეშმაკთან გარიგებულებით და წმინდანებით… ხელისუფლება არაა ქვეყანა!!! ქვეყანა ხალხია,რომლის საკუთრებასაც ისევ ქვეყანა წარმოადგენს!!! მიწის კანონი?-მიწა ხალხისაა,ამუშავებს მას თუ ვერა! ვერ ამუშავებს?აცდენს? რატომ უცხოელს? გამოიყენოს საძოვრად,თივის ასაღებად ჩვენმა მოსახლეობამ ან სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს,თვითონ ხელისუფლებამ დაასაქმოს გლეხობა,მოხნას, დათესოს, გახსნას საკონსერვო თუ გადამამუშავებელი ფაბრიკები,ექსპორტი აწარმოოს.თუ ამასაც ვერ მოახერხებს,დატოვოს ხელუხლებლად,სახელმწიფო საკუთრებად.მას ის ხელისუფლება მოუვლის,რომელიც ერთხელ აუცილებლად მოვა სახელმწიფოს სათავეში! სამწუხაროდ თითქმის ყველა საპასუხისმგებლო სავარძელი დილეტანტს უკავია(ერთადერთი,ვინც ჩემს პატივისცემას იმსახურებს,ბ-ნი დავით სერგეენკოა,თუმაცა მის სამსახურსაც ბევრი რამ აქვს შესასწორებელო,მაგ.სოც.დაუცველთა შერჩევის კრიტერიუმები,თუმცა ეს სხვა თემაა და ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ).

მივმართავ ხელისუფლებას! ნუ გამოცდის ხალხის მოთმინებას,ნუ ეცდება მისი ნების წინააღმდეგ წასვლა,თორემ ისიც ისე დაამთავრებს “მოღვაწეობას”,როგორც წინა ხელისუფლებამ, ეს არაა მუქარა,ეს გაფრთხილებაა!!! თხოვნა,თქვენი უგუნურებით,დილეტანტობით ნუ გახვევთ საქართველოს საპროტესტო ქაოსში!

მივმართავ ბ-ნ ბ ი ძ ი ნ ა ი ვ ა ნ ი შ ვ ივლ ს ! ის უამრავი ქველმოქმედება,რომელიც საქართველოსთვის გაგიღიათ,წყალში გადაყრილი რომ არ ღმოჩნდეს,რომ ისევ საქართველოს დარჩეს,წინ აღუდექით ამ დამღუპველი კანონის შემოღებას! თქვენც ხომ საქართველოს გაზრდილი ხართ?! თქვენი შვილების ძარღვებშიც ხომ ქართული სისხლი ჩქეფს?! თქვენი წინაპარიც ხომ ამ ქვეყნისთვის ღვრიდა სისხლს?! თქვენც ხომ ჩვენი ნაწილი ხართ,საქართველოს შვილი?!-თუ ასე თვლით, მაშინ თქვენ აუცილებლად დადგებით ხალხისა და საქართველოს გვერდით!!!

 

კომენტარის დატოვება