,,სამომავლო პერიოდში მოსაწოდებელ საწვავთან მიმართებაში დადებულ კონტრაქტებზე ფასები არის შემცირებული” – ფინანსთა მინისტრი

ფასების ინდიკატორი არის კონტრაქტები, რომელიც იდება სამომავლო პერიოდში მოსაწოდებელ საწვავთან მიმართებაში. ამ კონტრაქტებზე ფასები არის შემცირებული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„საწვავის ხარისხის კომპონენტის შემოწმება აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც ანალოგიურად გაგრძელდება. რაც შეეხება ფასებს, ბუნებრივია, ფასების ინდიკატორი არის კონტრაქტები, რომელიც იდება სამომავლო პერიოდში მოსაწოდებელ საწვავთან მიმართებაში. ამ კონტრაქტებზე ფასები არის შემცირებული, გასულ თვესთან შედარებით, როდესაც თებერვალში რამდენიმე წლის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა საერთაშორისო ბაზრებზე. გარკვეულწილად ვალუტის კურსიც ახდენს შესაბამის კორექტირებას, თუმცა ამ მხრივაც სტაბილურობა შეინიშნება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საბოლოოდ აისახება საწვავის სარეალიზაციო ფასზე“, – აცხადებს ლაშა ხუციშვილი.