,,რუსეთთან ომი შეიძლება 2035 წლამდე გაგრძელდეს” – არესტოვიჩი

რუსეთთან ომი შეიძლება 2035 წლამდე გაგრძელდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ დროის განმავლობაში რეგულარული სამხედრო შეტაკებები ,,გარანტირებულია”.

,,ჩვენთანაც ასე იქნება. არ ვიცი, დაგვჭირდება თუ არა ხუთი ომი, მაგრამ გარანტირებული გვაქვს რამდენიმე სამხედრო შეტაკება 2035 წლამდე. ეს ნიშნავს შეტაკებას ყოველ ორ, შეიძლება ხუთ წელიწადში ერთხელ და დიდი შეტაკებები ყოველ შვიდ-რვა წელიწადში ერთხელ“ – ამბობს ის.

არესტოვიჩი იმ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არ არიან ასეთი განვითარებისთვის, ურჩევს, დროებით დატოვონ უკრაინა.

,,ყველა აქ არის და იქნება აქ, და ვინც არ არის მზად – თბილი ესპანეთია და ბევრი სხვა ქვეყანა. წადით იქ, თუ არ ხართ მზად”, – თქვა არესტოვიჩმა.