ოკუპანტებმა ბუჩასთან ახლოს ოჯახი ჩაცხრილეს – დაღუპულებს შორის 2 ბავშვია

ბუჩას რაიონში პოლიციამ ოკუპანტების მიერ დაცხრილული ავტომობილი ნახა, რომელშიც ცხედრები აღმოაჩინა. დაღუპულია სამი ქალი და ორი ბავშვი, რომელთა ასაკიც 14 და 2 წელია. ინფორმაციას კიევის პოლიცია ავრცელებს.

ირკვევა, რომ მარტის შუა რიცხვებში აგრესორის შეტევის დროს ადგილობრივები მცხოვრებლები ევაკუირებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ ცეცხლი ოკუპანტებმა გაუხსნეს. გადარჩა მხოლოდ საჭესთან მჯდომი მამაკაცი. ის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.