თურმე, იმ შემთხვევაში ჩავლენ ბუჩაში, იმ შემთხვევაში იქნებიან სოლიდარულები, თუ „ქართული ოცნების” დავალებებს შეასრულებს ზელენსკი – წარმოუდგენლად ამორალური საქციელია – ლევან ხაბეიშვილი

პუტინს ზელენსკი არ მოსწონს, ,,ქართულ ოცნებას” – ლორთქიფანიძე და თურმე, იმ შემთხვევაში ჩავლენ ბუჩაში, იმ შემთხვევაში იქნებიან სოლიდარულები, თუ ,,ქართული ოცნების” დავალებებს შეასრულებს ზელენსკი. წარმოუდგენლად ამორალური და არამეგობრული საქციელია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსოფლიოში სულ ორი ქვეყნის ხელისუფლება უყენებს პირობებს უკრაინას, რომელთაგან ერთი პუტინია, მეორე კი საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდა.

„მსოფლიოში ორი ქვეყანა უყენებს უკრაინას ასეთ პირობებს, რომ მთავრობა გადადგეს, მაღალი თანამდებობის პირები შეიცვალონ, ერთ შემთხვევაში, ეს არის პუტინი, რომელიც რაკეტებით და ისკანდერებით მიადგა უკრაინას და ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, მეორე ასეთი მთელ მსოფლიოში აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირობებს უყენებს ბრძოლაში მყოფ მეგობარ სახელმწიფოს, ვინ უნდა იყოს თანამდებობაზე და ვინ არა. წარმოუდგენლად ამორალური საქციელია, როცა სხვა ქვეყანას უყენებ პირობებს თანამდებობის პირების შეცვლის შესახებ. არ არსებობს ასეთი პრეცედენტი გარდა პუტინისა, რომელიც პრეტენზიებს უყენებს ზელენსკის, პუტინს ზელენსკი არ მოსწონს, ,,ქართულ ოცნებას” – ლორთქიფანიძე და თურმე, იმ შემთხვევაში ჩავლენ ბუჩაში, იმ შემთხვევაში იქნებიან სოლიდარულები, თუ ,,ქართული ოცნების” დავალებებს შეასრულებს ზელენსკი, წარმოუდგენლად ამორალური და არამეგობრული საქციელია,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.