მიხაილ პოდოლიაკი – დღეს ვიქტორ მედვედჩუკს გადარჩენისთვის უკრაინის ციხეში ყოფნა სჭირდება, გარანტირებული ხანგრძლივი პატიმრობით

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ გადარჩენისთვის ვიქტორ მედვედჩუკს უკრაინის ციხეში ყოფნა სჭირდება.

„დღეს მედვედჩუკს გადარჩენისთვის უკრაინის ციხეში ყოფნა სჭირდება, გარანტირებული ხანგრძლივი პატიმრობით. რუსეთის ფედერაციაში მას აუცილებლად მოკლავენ, როგორც ადამიანს, რომელიც რეგულარულად იტყუებოდა უკრაინაში არსებულ განწყობებზე, სძალავდა ფულს და საბოლოო ჯამში, გახდა ომის ერთ-ერთი ინიციატორი“, – წერს პოდოლიაკი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

უკრაინის სპეცსამსახურებმა ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. უკრაინის პრეზიდენტმა დაკავებული მედვედჩუკის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი.

ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან გაქცევა მოახერხა.