ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომს გენოციდი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომი გენოციდად შეაფასა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი საწვავის ავზის ავსების შესაძლებლობა, არც ერთი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი სამყაროს მოშორებით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფის ზრდაზე საუბრისას.

ჯო ბაიდენის შეფასებას უკრაინის ომთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე განცხადებით გამოეხმაურა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „ეს ნამდვილი ლიდერის სიტყვებია“.