ევროკავშირმა დახურა „ხვრელი“, რომელიც რუსეთისთვის 2014 წლიდან იარაღის მიყიდვის შესაძლებლობას იძლეოდა

ევროკავშირმა დახურა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმში არსებული „ხვრელი“, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის ფედერაციასთან იარაღის მიყიდვის შესაძლებლობას იძლეოდა. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს 39 მილიონი ევროს (42,3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალა მიჰყიდეს, რაც 50%-ით მეტია 2020 წლის 25 მილიონი ევროდან.

უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის იყვნენ დიდი თავდაცვითი ინდუსტრიის ქვეყნები , მათ შორის საფრანგეთც და გერმანიაც.

ევროკავშირში ლიტვის დიპლომატიური მისიის სპიკერმა თქვა, რომ არსებული „ხვრელის” დახურვის მიუხედავად,  ევროკავშირის ქვეყნებს შეეძლებათ გააგრძელონ რუსული წარმოების იარაღის რუსეთში რემონტი, სანამ ისინი ევროკავშირში დაბრუნდებიან.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხუთი პაკეტი დააწესა.