უკრაინის მიმართ ყურადღება შავკანიანთა მიმართ მიკერძოებას ავლენს – იემენი, ავღანეთი და სირია ასეთ ყურადღებას არ იღებენ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

WHO-ს დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ მსოფლიოს სხვა ჰუმანიტარულ კრიზისებს მხოლოდ ნაწილი გაეწია იმ დახმარების, რაც უკრაინამ მიიღო. მისი თქმით, უკრაინის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთელ მსოფლიოზე აქვს გავლენა.

თუმცა, გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ ეთიოპიის ტიგრეის პროვინცია, იემენი, ავღანეთი და სირია ასეთ ყურადღებას არ იღებენ.

,,არ ვიცი რამდენად აქცევს მსოფლიო თანაბარ ყურადღებას თეთრკანიანებისა და შავკანიანების სიცოცხლეს”, – განაცხადა WHO-ს გენერალურმა დირექტორმა პრესკონფერენციაზე.