The Washington Post: რუსეთმა აშშ გააფრთხილა, რომ არაპროგნოზირებადი შედეგები დადგება, თუ ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას

რუსეთმა აშშ გააფრთხილა, რომ არაპროგნოზირებადი შედეგები დადგება, თუ ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებას.

ინფორმაციას ამის შესახებ  The Washington Post-ი ავრცელებს.

„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც იწვევს არაპროგნოზირებად შედეგებს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, – ციტირებს გაზეთი The Washington Post-ი რუსეთის მიერ აშშ-ისთვის გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტას.