უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მთლიანმა ზარალმა 600 მილიარდ დოლარს მიაღწია

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, 54 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურა 85 მილიარდი დოლარით დააზიანა.

მთლიანმა ზარალმა კი 600 მილიარდ დოლარს მიაღწია. გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის ეკონომიკის პირდაპირი ზარალი სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და დაზიანების გამო 4,45 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ერთ ქალაქში, ირპენში ზრალმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია.