ხულოში ბაბუა და სამი წლის შვილიშვილი ტრაქტორით ხევში გადაცვივდნენ, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

უბედური შემთხვევა ხულოს სოფელ ბეღლეთში – “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ბაბუა და სამი წლის შვილიშვილი ტრაქტორით ხევში გადავარდნენ. ინფორმაციას მედიას მერის წარმომადგენელი, გურამ კახაძე ადასტურებს.

დაშავებულები ამ დროისთვის ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.