„რუსეთი მშვიდობას მოუტანს დონბასს“ – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზი დაასახელა. პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის უპირველესი ამოცანა, „ნაციონალისტური ბატალიონების“ განადგურებაა.

„დონბასში მომხდარმა ტრაგედიამ აიძულა რუსეთი დაეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი იმოქმედებს თანმიმდევრულად და უზრუნველყოფს, რომ დონბასი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რუსეთი მშვიდობას მოუტანს დონბასს.