არ მიკვირს იმ ბელადის, მელიამ რომ არ გაუმართლა და ახლა ჩანაცვლებას უპირებს ბედოვლათით, ჩვენ რომ გვყავდა – ირაკლი ზარქუა ,,ნაციონალურ მოძრაობას”

მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ, აგვიხსენით, მართლა გინდათ მეორე ფრონტი გახსნას? – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატებს.

ზარქუამ ოპოზიციის ნაწილი ქვეყნისთვის საზიანო მოქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ქაოსშია.

„7%-მდე დაეცა თქვენი რეიტინგი. არ მიკვირს იმ ბელადის, მელიამ რომ არ გაუმართლა და ახლა ჩანაცვლებას უპირებს ბედოვლათით, ჩვენ რომ გვყავდა. ქაოსში ხართ. ერთი რამ მინდა გითხრათ, სანქციები არ იქნება საქართველოს წინააღმდეგ. კეთილი ინებეთ, რეალობას თვალი გაუსწორეთ და ქვეყნის განვითარების ფერხულში ჩაებით თუ ამის შნო გაქვთ“, – განაცხადა ზარქუამ.