,,სირენები გვაქვს? მეტროს გარდა სადმე შეიძლება ხალხმა თავი შეაფაროს?” – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ომი არავის უნდა, თუმცა ომის შემთხვევაში ქვეყანა მარტო ჯარის ანაბარად არ უნდა იყოს. ამის შესახებ მან დღეს, 26 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

ელისაშვილის თქმით, უკრაინაში მოხალისე მებრძოლად ყოფნიდან დასკვნა გამოიტანა, რომ მტერს საქართველოში ეროვნული წინააღმდეგობა უნდა დახვდეს.

„ერთი-ერთი მთავარი დასკვნა ჩემთვის რა იყო უკრაინაში – ერთ-ერთი ყველაზე სულის გამაწვრილებელი იყო სირენები, ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი იყო თავშესაფარში სირბილი. „ჩვენ სირენები გვაქვს? თავდასხმის შემთხვევაში ჩვენთან ჩაირთვება სირენა? სამოქალაქო თავდაცვის ასეთი ინფრასქტურტურა არსებობს? ან მეტროს გარდა სადმე შეიძლება, რომ ხალხმა თავი შეაფაროს?“ – ეს კითხვა ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს,

ასევე გვერდზეა გადასადები იარაღთან დაკავშირებით ზედმეტი ჭმუნვები და კეკლუცობები. იმიტომ, რომ ქალი ყველგან ქალია უკრაინაშიც ეზიზღებოდათ ქალებს იარაღი, მაგრამ ჩემი თავლით მაქვს ნანახი, ცალ ხელში ავტომატი რომ ეჭირათ ქალებს ხელში და მეორე ხელით რამდენიმე თვის ბავშვი ჰყავდათ მიხუტებული. იმიტომ, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ყველა მიხვდა, რომ მტრისგან თუ გინდა, რომ თავი დაიცვა, იარაღს უნდა ფლობდე და გაშინაურებული უნდა იყო იარაღთან. ესეც გასაკეთებელია, და ესეც ჩვენი გასაკეთებელია, ბევრი რამ ამ თვალსაზრისით. როგორც სამოქალაქო თავდაცვის, ასევე სამხედრო მზადყოფნის თვალსაზრისით“, – განაცხადა ელისაშვილმა.