ვიზიარებ შეშფოთებას საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ არიან – ბლინკენი

ვიზიარებ შეშფოთებას საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატორ კრის კუნსის შეკითხვას, რომელიც საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებაში რუსეთისგან მომდინარე აგრესიას და საფრთხეს შეეხებოდა. კონგრესმა 2023 წლის საბიუჯეტო კანონპროექტი და ამ კანონპროექტში საგარეო დახმარების მოცულობა განიხილა.

საუბარი შეეხო უკრაინას და იმ ქვეყნებს, რომლებსაც ასევე შეეხო რუსეთის აგრესია.

,,მე ახლახან დავბრუნდი საქართველოდან. ბევრმა ჩვენგანმა გამოთქვა შეშფოთება მოლდოვასა და საქართველოსთან მიმართებაში. ეს ქვეყნები დაახლოებით იმავე პოზიციაზე არიან, როგორშიც უკრაინა და მე ამაში ვგულისხმობ, რომ არც საქართველო და არც მოლდოვა არ არიან არც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები. ეს ქვეყნები იღებენ უკრაინელ ლტოლვილებს და რა საფრთხეებს ხედავთ მოლდოვასა და საქართველოს მიმართ რუსული აგრესიის თვალსაზრისით?” – იკითხა სენატორმა.