„ყველაზე საშინელი დანაშაული თავად ომია, საჭიროა პასუხისმგებლობის დაყენება” – გაეროს გენერალური მდივანი ბუჩასა და ბოროდიონკაში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში რუსეთის შემდეგ უკრაინაში ჩავიდა და ბუჩაში ჩავიდა.

გუტიერეშმა ბუჩაში მასიური საფლავები ნახა და განაცხადა, რომ საჭიროა სიღრმისეული გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

„აქ, ვგრძნობთ რამდენად მნიშვნელოვანია სიღრმისეული გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხი.

მე სრულად ვუჭერ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) და მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, ითანამშრომლოს ICC-თან. მაგრამ, როცა ვსაუბრობთ ომის დანაშაულებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველაზე საშინელი დანაშაული თავად ომია“, – განაცხადა გაეროს მდივანმა.

ანტონიო გუტიერეში კიევის რეგიონის ქალაქ ბოროდიანკასაც ესტუმრა და თქვა, რომ შეუძლებელია, რომ ეს ომი 21-ე საუკუნეში მისაღები იყოს.

„მე წარმოვიდგენ ჩემ ოჯახს ამ ახლა განადგურებული და გაშავებული სახლებიდან რომელიმეში. ვხედავ ჩემს შვილიშვილებს, როგორ გარბიან პანიკით. შეუძლებელია, რომ ეს ომი 21-ე საუკუნეში მისაღები იყოს”.