„რუსი ოლიგარქების გაყინულ აქტივებს უკრაინისთვის გამოვიყენებთ” – ბაიდენი კონგრესს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა ინიციატივით, რომლის თანახმადაც რუსი ოლიგარქების აქტივები გაიყინება და უკრაინის დახმარებისთვის გამოიყენებენ.

როგორც ბაიდენმა ბრიფინგზე აღნიშნა, კონგრესში გაგზავნილი ინიციატივა, მიმართულია რუსი ოლიგარქების შეკავებაზე.

„ჩვენ ვინადირებთ, მათ იახტებზე, მათ ფუფუნების საგნებზე და ამ გაყინულ აქტივებს, უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოვიყენებთ”, – თქვა ბაიდენმა.

ინიციატივის მიხედვით, შესაბამის უწყებებს რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციის უფლებამოსილება მიენიჭებათ, რომლებიც რუსულ კლეპტოკრატიასთან არიან კავშირში და სახელმწიფოს მიეცემა უფლება, მოპოვებული აქტივები უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოიყენოს.