საქართველოში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 237 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 312 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 153 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 237 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.69%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 312 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 223 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 089 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 153 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 655 098-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 0.87%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 237 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 037-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 807 პირი ემსხვერპლა.