,,ორი დღეა, მე და ჩემს ოჯახს გვემუქრებიან პირები, რომლებიც თავს წარადგენენ „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად” – ალექსეი არესტოვიჩი

ჩემს ცოლსა და პირადად მე, უკვე მეორე დღეა, მუქარები მოგვდის პირებისგან, რომლებიც თავს წარადგენენ „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, გადასამოწმებელია, რამდენად არიან აღნიშნული პირები, მებრძოლების ნათესავების წარმომადგენლები.

„ჩემს ცოლსა და პირადად მე, უკვე მეორე დღეა, მუქარები მოგვდის პირებისგან, რომლებიც თავს წარადგენენ „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად. ამბობენ, რომ დაგვსჯიან მე, ჩემ მეუღლეს და ჩვენს შვილებს დახოცავენ, დაცხრილავენ. არ გვაპატიებს, რომ ვსხედვართ კიევში და ჩამოვწერეთ „აზოვი“. თუმცა, მინდა, შევახსენე ამ კორესპონდენტებს, რომ „აზოვსტალში“ იმყოფებიან მესაზღვრეები, პოლიცია, სპეცდანაყოფი, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა. მათი ნათესავები რატომღაც არავის ემუქრებიან და ბრალსაც არავის სდებენ“, – აცხადებს არესტოვიჩი.