ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამთავრობო მედიაში აცხადებენ, რომ ომიკრონის პირველი შემთხვევა ფხენიანში 4 დღის წინ დადასტურდა. ამის შემდეგ ქვეყანაში მკაცრი ლოკდაუნი გამოცხადდა. ამ ეტაპზე უცნობია რამდენ შემთხვევაზეა საუბარი.

თუმცა სპეციალისტებს სჯერათ, რომ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები ჩრდილოეთ კორეაში უკვე დიდი ხანია არსებობს. ისინი აღნიშნავენ, რომ ქვეყანა განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან ფხენიანმა უარი თქვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაზე, რომლის ფარგლებში მათ მილიონობით დოზა „ასტრაზენეკასა“ და „სინოკავის“ ვაქცინებს სთავაზობდნენ. სპეციალისტები ეჭვქვეშ აყენებენ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებსაც.

ჩრდილოეთ კორეის კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი ხერხი საზღვრების ჩაკეტვა იყო, თუმცა ამან ქვეყანაში იმპორტიც შეაჩერა, რამაც საკვების დეფიციტი და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password