,,რუსეთი ყველაზე პირდაპირი საფრთხეა საერთაშორისო წესრიგისთვის უკრაინაში სასტიკი ომის გამო” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

რუსეთი ყველაზე პირდაპირი საფრთხეა საერთაშორისო წესრიგისთვის უკრაინაში ამ სასტიკი ომის გამო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას შეხვდა.

ფუმიო კიშიდას თქმით, „რუსეთის უკრაინაში შეჭრა არამხოლოდ ევროპას ეხება, არამედ არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძველს, მათ შორის აზიაში, რაც არ უნდა იქნას შეწყნარებული“.

ტოკიოში სამიტს ასევე ესწრებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ევროკავშირის ლიდერების თქმით, ევროკავშირს სურს გახდეს უფრო მსხვილი აქტორი აზიაში. მხარეები შეთანხმდნენ გააძლიერონ პარტნიორობა რუსეთთან ბრძოლაში, ისეთ საკითხებში როგორიცაა ენერგეტიკა.