,,თუ არა შენ, სხვა ვინ?” – სერგეი ვოლინა დახმარებისთვის ილონ მასკს მიმართავს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს მიმართავს და სთხოვს, რომ ჯარისკაცებს „აზოვსტალიდან“ მესამე ქვეყანაში გადასვლაში დაეხმაროს.

ვოლინამ მასკს ტვიტერზე მიმართა.

„ამბობენ, რომ სხვა პლანეტიდან ხართ, რათა ხალხს ასწავლოთ, რომ შეუძლებლის სჯეროდეთ. ჩვენი პლანეტები ერთმანეთის გვერდით არიან, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

დაგვეხმარეთ აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გასვლაში. თუ არა შენ, სხვა ვინ? მინიშნება მომეცი“, – წერს ვოლინა ტვიტერზე.