„აზოვსტალში“ 27 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა

„აზოვსტალში“ ქართველი მებრძოლი ტატო ბიგვავა დაიღუპა. 27 წლის სამხედრო კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ბომბი რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ თავშესაფრის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

ბიგვავა 2014 წლიდან „აზოვის“ პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. დაახლოებით 1 თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის სიმამაცის ორდენით დააჯილდოვა.

დაღუპულის ცხედარი ამ დრომდე ქარხნის ტერიტორიაზეა.