,,ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას იყენებს მისი კაპიტალის დასაცავად, მას ეს ქვეყანა ამისთვის ჭირდება” – გიორგი კვაბზირიძე

,,ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას იყენებს მისი კაპიტალის დასაცავად, მას ეს ქვეყანა ამისთვის ჭირდება” – ამის შესახებ პარტია ,,პროგრესული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვაბზირიძე აღნიშნავს.

მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ბიძინა ივანიშვილის გარეშე აქვს.

,,ფაქტი რომ ამხელა რეპუტაციის მქონე ბანკი დგავს მსგავს ნაბიჯებს, არის ძალიან ნიშანდობლივი, ეს ნიშნები დაინახა თავად ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამის გამოძახილი იყო ის რეაქციები რაც დავინახეთ ქართული ოცნების დეპუტატებისგან, მათ შორის პარტიის თავჯდომარისგან, ვფიქრობ რომ ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს ძალიან დიდი ნიშანი რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას იყენებს მისი კაპიტალის დასაცავად, მას ეს ქვეყანა ამისთვის ჭირდება და შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონდეს ქართველ ხალხს, არ შეიძლება ქვეყანა თავისი რეპუტაციით, თავისი დღევანდელობით და თავისი მომავალი პერსპექტივებით ჩართო ამხელა გაუგებრობაში შენი მილიონების დასაცავად, ის ფული არის ერთი პიროვნების და არა ქვეყნის, ქვეყანას თავის მომავალი აქვს და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილის გარეშე”-  გიორგი კვაბზირიძე.