„ცოტა ეჭვი მეპარება შესაძლებელია თუ არა სააკაშვილის მთლიანი მკურნალობა და რეაბილიტაცია ,,ვივა მედში” – საჭიროა ევროპის რომელიმე ქვეყანაში გადაყვანა” – ნიკოლოზ ყიფშიძე

,ვივა მედში” შესაძლებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება და შემდეგ საჭიროა ევროპის რომელიმე ქვეყანაში გადაყვანა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის  პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს.

მისივე თქმით, სააკაშვილის სრულიად გამოჯანმრთელება ,,ვივა მედში” საეჭვოა .

,,როგორც იქნა მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ დაწესებულებაში. შესაძლებელი იქნება თუ არა მისი მთლიანი მკურნალობა და რეაბილიტაცია ,,ვივა მედში”, მე ცოტა ეჭვი მეპარება. თუ მძიმედ არის ბატონი პრეზიდენტი ,,ვივა მედში” შესაძლებელია მისი დასტაბილურება და ამის შემდეგ გადაყვანა ევროპის რომელიმე წამყვან საავადმყოფოში.

მე ვფიქრობ, რომ ჩემი ნახვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მისთვისაც”, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.