26 650 ჯარისკაცი, 1 195 ტანკი, 2 873 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 12 მაისის მონაცემებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 12 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 26 650;
  • ტანკი – 1 195;
  • ჯავშანტექნიკა – 2 873;
  • საარტილერიო სისტემა – 534;
  • სარაკეტო სისტემა – 191;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 87;
  • თვითმფრინავები – 199;
  • ვერტმფრენი – 161;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 019;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 398;
  • გემი/ნავი/კატარღა – 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 41;
  • საკრუიზო რაკეტები – 94.