შთაბეჭდილება მრჩება, რომ პირველ რიგში “ოცნებას” სურს, სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანოს და ამისთვის ცდილობს სხვა აქტორები და პარტიები გამოიყენოს – მიხეილ დაუშვილი

შთაბეჭდილება მრჩება, რომ პირველ რიგში “ოცნებას” სურს, პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანოს და ამისთვის ცდილობს სხვა აქტორები და პოლიტიკური პარტიები გამოიყენოს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მან არ იცის, რა საჭიროება აქვს მიხეილ სააკაშვილს და სად უნდა უმკურნალონ.

„ოცნება“ და ხელისუფლება ვალდებულია, რომ სასჯელის აღსრულება უზრუნველყონ და თან, ეს სასჯელი აღსრულდეს ისე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ შეექმნას, მიიღოს მან ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი და არავითარი კითხვა არ გაჩნდეს მის უფლებრივ მდგომარეობაზე. პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და ეს პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ საკუთარ თავზე, რაც საჭიროა უნდა გააკეთონ, რომ მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ იყოს”, – განაცხადა დაუშვილმა..