შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემი განადგურდა – მედია

შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემი განადგურდა. ამის შესახებ Channel 24 წყაროებზე დაყრდნობით წერს.
საუბარია პროექტის 23120 ლოგისტიკური მხარდაჭერის გემზე. რუსეთში ასეთი მხოლოდ ორია – „ვსევოლოდ ბობროვი“ და „ელბრუსი“. რომელი გემის გარეშე დარჩა რუსული ფლოტი, ჯერჯერობით უცნობია.
წინასწარი ინფორმაციით, ხუთშაბათს, 12 მაისს ღამით, რუსული გემი უკრაინის კუნძულის სერპენცისკენ მიემართებოდა და გაურკვეველი მიზეზით ცეცხლი გაუჩნდა.
GMTV16833 Posts