„როიტერი“ – რუსეთმა შესაძლოა, ხვალიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

რუსეთმა შესაძლოა, ხვალიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, – ინფორმაციას „როიტერი“ ფინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციას ჟურნალისტები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

რუსეთი ფინეთისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია, თუმცა ქვეყნისთვის საჭირო ენერგიის მხოლოდ ხუთი პროცენტი მოდის გაზზე.