,,თუ გული გაქვთ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, გახსენით უკრაინის შავი ზღვის პორტები” – გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი პუტინს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი დევიდ ბიზლი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს, უკრაინის შავი ზღვის პორტები გახსნას, სანამ გლობალური კატასტროფა მოხდება.

„თუ გული გაქვთ საერთოდ დანარჩენი მსოფლიოს მიმართ, მიუხედავად იმისა, თუ რას გრძნობთ უკრაინის მიმართ, თქვენ უნდა გახსნათ ეს პორტები,“- მიმართა დევიდ ბიზლიმ ვლადიმერ პუტინს.

მისი თქმით, პორტები უნდა ამოქმედდეს მომდევნო 60 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ეკონომიკა დაიშლება.

„თუ პორტების საკითხი არ მოგვარდება და არ გაიხსნება, უკრაინის ეკონომიკა მთლიანად დაიშლება“, – აღნიშნა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.