ერდოღანი გავლენიანი ადამიანია, შეუძლია პუტინთან საუბარი, მესამე მხარეა, რომლის გარანტიების გარეშე სამხედროების ევაკუაცია პრაქტიკულად შეუძლებელია – ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე

ერდოღანი გავლენიანი ადამიანია, შეუძლია პუტინთან საუბარი, ეს არც უკრაინის ხელისუფლებაა და არც რუსეთის, მესამე მხარეა, რომლის გარანტიების გარეშე სამხედროების ევაკუაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი დიდი ქვეყანაა, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი და აღნიშნა, რომ თავად ერდოღანი არის ძლიერი პიროვნება.

„ჩვენ ვიცით, რომ თურქეთის პრეზიდენტ, ბატონ ერდოღანს სირიაში ჰქონდა წარმატება ასეთ ოპერაციებში და მან შეძლო სამხედროების გამოყვანა. რატომ მივმართავთ დახმარების თხოვნით მათ? აქ საქმე ეხება შავ ზღვას, ხორბალს, ეს კატასტროფაა. თურქეთი არის დიდი ქვეყანა, რომელიც გახლავთ მსოფლიო ლიდერი და თავად ერდოღანი ძლიერი პიროვნებაა. ამას უნდა დაემატოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. ერდოღანი გავლენიანი ადამიანია და მას რეალურად შეუძლია პუტინთან საუბარი. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერდოღანს აქვს გავლენა და შეუძლია, რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკოს და თან ეს მესამე მხარეა. ეს არც უკრაინის ხელისუფლებაა და არც რუსეთის. მესამე მხარის გარანტიების გარეშე სამხედროების ევაკუაცია პრაქტიკულად შეუძლებელია“, – აღნიშნა პალამარმა.