,,ევროკავშირი უკრაინას კიდევ 500 მილიონი ევროს ღირებულების იარაღს მიაწვდის’ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ბლოკი აპირებს, უკრაინას სამხედრო დახმარება დამატებით 500 მილიონი ევროთი გაუზარდოს.

მედიის ინფორმაციით, ბორელმა ეს განცხადება გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გააკეთა.

აღნიშნული დახმარების პაკეტი ევროკავშირის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობას 2 მილიარდ ევრომდე გაზრდის.