ალექსანდრე კობაიძე: იუსტიციის მინისტრი ცრუობს – ჩვენს ქვეყანაში არსებობს პრეცენდენტი, კანონიერი ქურდის, ტარიელ ფოცხვერიას სასჯელის გადავადება მოხდა და მან მკურნალობა თურქეთში ჩაიტარა, რატომ არ შეიძლება იგივე სააკაშვილის შემთხვევაშიც?!

რატი ბრეგაძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ იძლევა და არც პრეცენდენტი არსებობს, – ასე ეხმაურება უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე იუსტიციის მინისტრის გაკეთებულ განცხადებას.

როგორც კობაიძე აღნიშნავს, საქართველოში მსგავსი პრეცენტენტი არსებობს და ეს შესაძლებელია დაიშვას და მოხდესა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაშიც.

„იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადება არის სიცრუე, რადგან ჩვენს ქვეყანაში არსებობს მსგავსი პრეცენტენტი, როდესაც კონკრეტული პირის, პატიმრის კანონიერი ქურდის, ტარიელ ფოცხვერიას სასჯელის გადავადება მოხდა და მან მკურნალობა ჩაიტარა თურქეთის რესპუბლიკაში.

ეს შემთხვევა რამდენიმე წლის წინ , უახლოეს წარსულში იყო და  როდესაც აღნიშნული პირი დაავადდა საქართველოში იგი გადაიყვანეს და დაიშვა პრეცენდენტი და მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც? ამიტომ იუსტიციის მინისტრი ცრუობს და ეს მინიმუმ უხერხულია, რადგან მისი განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის  საკითხს პოლიტიკურ ჭრილში, პირადი პოლიტიკური სიმპათიებით განიხილავენ და არა სამართლებრივ ჩარჩოებში,” – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ამასთან, იგი სააკაშვილის „ვივა მედში” გადაყვანასაც ეხმაურება და ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ სააკაშვილის უფლებადამცველები მიმართავენ სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, კარგია რომ ის გადაიყვანეს კლინიკა ,,ვივა მედში”, თუმცა ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო, ყოველგვარი პანიკის გარეშე. როდესაც ადამიანი არის ცუდად, არსებობს შესაბამისი დასკვნა, გადაყავთ ის შესაბამის კლინიკაში. კარგი იქნება ასევე თუ სააკაშვილის უფლებადამცველები მიმართავენ სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით და მოითხოვენ გადავადებას,” – აღნიშნა უფლბადამცველმა.

ცნობისთვის, გუშინ რატი ბრეგაძემ  განაცხადა, რომ „საქართველოში, და ეს არის კანონმდებლობის მოთხოვნა, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. არც პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას”.