ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 20 წლის განმავლობაში დაგროვებული ქონება ხალხისთვის დახარჯა, ის სამაგალითო კაცია – ირაკლი ღარიბაშვილი

,,ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი მთელი ქონება, რომელიც დააგროვა უცხო ქვეყნებში, ჩამოიტანა და  დახარჯა ქველმოქმედებაში საქართველოსთვის.

,,3 მილიარდ დოლარზე მეტი ერთმა კაცმა დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და უამრავი რეფორმები და სიკეთეები, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, ამ კაცის დამსახურებაა. ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის, სწორედ, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის, მისი პიროვნული დამსახურებაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.