,,სააკაშვილის ნახვასთან დაკავშირებით ექიმის დონემდე ჯერ ვერ მივედი, კარისკაცებს ველაპარაკები” – ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, კლინიკა ,,ვივამედში” მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

მათი თქმით, უცნობია ჩატარებული გამოკვლევების შედეგები.

,,2 საათის განმავლობაში ვცდილობდი, რაღაც პასუხი გამეგო, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე, ასე რომ წავალ მე და დაველოდები იქნებ ვინმემ დამირეკოს მითხრას, როდის შეიძლება ავადმყოფის ნახვა .. არც ის ვიცი ანალიზები გაუკეთეს, არც ის ვიცი როგორ გრძნობს თავს. ექიმის დონეზე ჯერ ვერ მივედი, ჯერ ველაპარაკები კარისკაცებს და ა.შ” – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივა მედში” გადაიყვანეს.