,,მაკრონმა, პუტინის სახის შესანარჩუნებლად, უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა” – ზელენსკი

,,მაკრონმა, პუტინის სახის შესანარჩუნებლად, უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებულ დათმობებზე წასვლა შემომთავაზა. ეს არაკორექტულია” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა იტალიურ არხთან ,,რაი ერთთან” ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არ არის ვინმეს სახის შესანარჩუნელად ტერიტორიები დათმოს, რადგან ამას ისტორია არავის აპატიებს.

მან მაკრონის მიერ დაპირისპირებულ მხარეებთან მოლაპარაკებების გამართვის პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა წარმატებას ვერცერთ მხარესთან ვერ მიაღწია.