უკრაინა და საქართველო ორივე ჩემი ქვეყანაა და მათ შორის ნებისმიერი დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიის ტოლფასია – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინა და საქართველო ორივე ჩემი ქვეყანაა და მათ შორის ნებისმიერი დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიის ტოლფასია, ამიტომ ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ პრობლემები მოიხსნას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებულ წერილში ამბობს..

„უკრაინას ახლა სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვება, რომელშიც ყველანი დარწმუნებული ვართ და შემდგომი მძლავრი განვითარება.

საქართველოს სჭირდება მშვიდობა და ასევე სწრაფი განვითარება უკრაინასთან ერთად. თანადგომას და წინსვლას ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია”,- აცხადებს სააკაშვილი.